Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=512 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/512 0 ხრაშუნა კარტოფილი ფრი ზეთის გარეშე 2016-07-12 00:00:00 2016-07-12 00:00:00

ინგრედიენტები:

კარტოფილი - 5-7 ც.

კვერცხის ცილა - 2 ც.

შავი პილპილი - გემოვნებით

დაფქული წითელი წიწაკა - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

მომზადება:

1. დაჭერით გაფცქვნილი კარტოფილი 1 სმ სისქის ჩხირებად.

2. ათქვიფეთ ცილა მსუბუქი ქაფის მიღებამდე. დააყარეთ პილპილი, მარილი და წითელი წიწაკა და კარგად აურიეთ.

3. კარტოფილი გადაიღეთ ჯამში და მოასხით მომზადებული ცილა.

4. გააცხელეთ ღუმელი 200-220 გრადუსამდე. ღუმელის ტაფას გადააფარეთ საცხობი ქაღალდი და ერთ ფენად დააწყეთ კარტოფილი. ამზადეთ 7-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოაცილეთ ქაღალდი და გააგრძელეთ კარტოფილის შებრაწვა, სანამ არ გახდება ოქროსფერი.

5. კარტოფილი მზადაა!