რეცეპტები / ცომეული / ყველიანი ბლინები კამით - ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ!
ყველიანი ბლინები კამით - ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ!

ინგრედიენტები:

კვერცხი - 4 ც.

რძე - 1 ლ.

ფქვილი - 4 ჭიქა

შაქარი - 1,5 ჩ.კ.

მწიკვი მარილი

სოდა - 1 ჩ.კ.

კამა - 1 კონა

მაგარი ყველი - 300 გ

მცენარეული ზეთი - 100 მლ

 

მომზადება:

კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ შაქართან და მარილთან ერთად. დაამატეთ რძე, ფქვილი, სოდა და ათქვიფეთ მიქსერით, ისე, რომ არ გაიკეთოს "კოშტები".

დაამატეთ დაჭრილი კამა და წვრილ სახეხზე გახეხილი ყველი.

დაამატეთ ზეთი და აურიეთ სათქვეფით.

თუ ცომი ცოტა სქელი გამოვიდა, გააზავეთ თბილი ანადუღარი წყლით.

შეწვით ბლინები ჩვეულებრივი წესით ორივე მხრიდან.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა