ინგრედიენტები:
არაჟანი - ½ ჭიქა
შაქარი - ½ ჭიქა
ფქვილი - ½ ჭიქა
კვერცხი - 1 ც.
სოდა - ½ ჩ.კ.
ძმარი - ½ ს.კ.
მწიკვი მარილი
ქიშმიში - ½ ჭიქა
ყაყაჩოს თესლი - ½ ჭიქა
ნიგოზი - ½ ჭიქა
მინანქარი:
„სგუშჩონი“ – 1 ქილა
კარაქი - 200 გ
მომზადება:
აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, არაჟანი, კვერცხი, სოდა, ძმარი და მარილი. მოზილეთ სამი ერთნაირი ზომის ცომის ულუფა. პირველში დაამატეთ ყაყაჩოს თესლი, მეორეში - ქიშმიში, მესამეში - ნიგოზი. სამივე ცალკე გამოაცხეთ.
ახლა გააკეთეთ მინანქარი: აურიეთ ერთმანეთში „სგუშჩონი“ და კარაქი. წაუსვით თითოეულ ფენას. ზედაპირსა და გვერდებზე შეგიძლიათ წაუსვათ ათქვეფილი ნაღები. ტორტი შედგით მთელი ღამით მაცივარში.