ინგრედიენტები:
პიტნა ღეროებიანად - 250 გ
ლიმონი - 2 ც.
შაქარი - 1 კგ
წყალი - 0,5 ლ
მომზადება:
პიტნა გარეცხეთ, გააშრეთ და ღეროებიანად წვრილად დაჭერით. ლიმონი ქერქიანად წვრილად დაჭერით.
ყველაფერი ჩაალაგეთ ქვაბში, მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, გადმოდგით და დატოვეთ ერთი დღე-ღამით. გაწურეთ, გაფილტრეთ და დაამატეთ შაქარი. შემდეგ მოხარშეთ მზადყოფნამდე დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში.
მომზადებული მურაბა გაანაწილეთ სტერილიზებულ ქილებში და მაშინვე მოხუფეთ.