Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-16 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=485 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/485 0 პიტნის მურაბა ლიმონით - გემოც და სარგებლობაც ერთ ქილაში! 2016-07-01 00:00:00 2016-07-01 00:00:00

ინგრედიენტები:

პიტნა ღეროებიანად - 250 გ

ლიმონი - 2 ც.

შაქარი - 1 კგ

წყალი - 0,5 ლ


მომზადება:

პიტნა გარეცხეთ, გააშრეთ და ღეროებიანად წვრილად დაჭერით. ლიმონი ქერქიანად წვრილად დაჭერით.

ყველაფერი ჩაალაგეთ ქვაბში, მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, გადმოდგით და დატოვეთ ერთი დღე-ღამით. გაწურეთ, გაფილტრეთ და დაამატეთ შაქარი. შემდეგ მოხარშეთ მზადყოფნამდე დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში.

მომზადებული მურაბა გაანაწილეთ სტერილიზებულ ქილებში და მაშინვე მოხუფეთ.