რეცეპტები / ბოსტნეულის კერძები / ყვავილოვანი კომბოსტოს მადის აღმძვრელი სტეიკი
ყვავილოვანი კომბოსტოს მადის აღმძვრელი სტეიკი

ინგრედიენტები:

ყვავილოვანი კომბოსტო - 1 ც.

ზეითუნის ზეთი - ¼ ჭიქა

მაგარი ყველი - გემოვნებით

ძმარი, პილპილი, მარილი - გემოვნებით

 

მომზადება:

1.     არ დაყოთ ყვავილედებზე და ისე დაჭერით ყვავილოვანი კომბოსტო 2,5 სმ სისქის სტეიკებად, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. დააყარეთ მარილი და პილპილი.

2.     დაალაგეთ კომბოსტო ტაფაზე. შეწვით ზეითუნის ზეთში ორივე მხრიდან 2-3 წუთის განმავლობაში.

3.     შემდეგ გადმოიღეთ კომბოსტოს სტეიკები ცხიმით წასმულ პერგამენტზე და შებრაწეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.

4.     დაამატეთ გახეხილი ყველი, მოასხით ძმარი და ისევ შედგით ღუმელში 5 წუთით.

5.     მადის აღმძვრელი კერძი მზადაა!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა