Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=482 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/482 0 ყვავილოვანი კომბოსტოს მადის აღმძვრელი სტეიკი 2016-06-30 00:00:00 2016-06-30 00:00:00

ინგრედიენტები:

ყვავილოვანი კომბოსტო - 1 ც.

ზეითუნის ზეთი - ¼ ჭიქა

მაგარი ყველი - გემოვნებით

ძმარი, პილპილი, მარილი - გემოვნებით

მომზადება:

1. არ დაყოთ ყვავილედებზე და ისე დაჭერით ყვავილოვანი კომბოსტო 2,5 სმ სისქის სტეიკებად, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. დააყარეთ მარილი და პილპილი.

2. დაალაგეთ კომბოსტო ტაფაზე. შეწვით ზეითუნის ზეთში ორივე მხრიდან 2-3 წუთის განმავლობაში.

3. შემდეგ გადმოიღეთ კომბოსტოს სტეიკები ცხიმით წასმულ პერგამენტზე და შებრაწეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.

4. დაამატეთ გახეხილი ყველი, მოასხით ძმარი და ისევ შედგით ღუმელში 5 წუთით.

5. მადის აღმძვრელი კერძი მზადაა!