შემადგენლობა:
4 ცალი რგოლებად დაჭრილი ვაშლი
3 ს/კ ნეკერჩხლის სიროფი (შეგიძლიათ შეცვალოთ ვაშლის სიროფით)
ღორის ხორცის 2 სმ-ის სისქეზე დაჭრილი 4 ნაჭერი
ზეითუნის ზეთი 60 მლ
მოხალული ნიგოზი 120 გ
მომზადება:
გააცხელეთ ქურა 180 გრადუსამდე. ვაშლის ნაჭრები ერთ რიგად დააწყვეთ საცხობზე და მოასხით ნეკერჩხლის სიროფი. შეწვით ღორის ხორცი 2 ს/კ ზეთში, დიდ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე. ხორცი ყველა მხარეს გადაატრიალეთ, 2 წუთს დატოვეთ ცეცხლზე, სანამ არ გაყავისფრდება. გადმოიღეთ ტაფიდან და ვაშლებს თავზე დაადეთ. მოასხით დარჩენილი 2 ს/კ ზეთი.
შემდეგ შემოდგით ცეცხლზე 12-14 წუთს, ვიდრე ღორის ხორცი არ გამზადდება და ვაშლი არ დარბილდება.
თეფშებზე ჯერ ვაშლი გადაანაწილეთ და შემდეგ ზემოდან დაადეთ თითო ნაჭერი ღორის ხორცი, მოაყარეთ ნიგოზი და მოასხით წვენი ტაფიდან.