რეცეპტები / ქათმის კერძები / ქათმის ფილე ბლიუმენტალის მიხედვით
ქათმის ფილე ბლიუმენტალის მიხედვით

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე 1 კგ

წყალი 1 ლ

მარილი 4 ს.კ.

კარაქი 2 ს.კ.

ზღვის მარილი 1 ჩ.კ.

ნიორი დანაყული 1 ჩ.კ.

შავი პილპილი 0,5 ჩ.კ.

პაპრიკა ¼ ჩ.კ.


მომზადება:

1. დასაწყისისთვის ქათმის ფილეს უნდა გაუკეთოდ მარინადი. ამისათვის 4 ს.კ. ჩვეულებრივი მარილი გახსენით 1 ლ ოთახის ტემპერატურის წყალში. ფილე ჩადეთ ხსნარში 15-30 წუთით. თუ გაგაჩნიათ საკმარისი დრო, ჩადეთ ფილე ხსნარში და შედგით მაცივარში 4-8 საათით.

2. ამოიღეთ ფილე და გააშრეთ, შემდეგ კი, შესაბრაწად მოათავსეთ ფორმაზე.

3. წაუსვით ფილეს გამდნარი კარაქი და დააყერეთ ზღვის მარილი და სანელებლები.

4. ფილე შებრაწეთ 35-45 წუთის განმავლობაში 90 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.

5. ამის შემდეგ გამოიღეთ ფილე ღუმელიდან და დააცადეთ „დასვენება“ 45 წუთი.

6. მადისაღმძვრელი შებრაწული ქერქის მისაღებად შედგით ფილე 260 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში კიდევ 5-10 წუთით.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა