ინგრედიენტები:
ქათმის ფილე 1 კგ
წყალი 1 ლ
მარილი 4 ს.კ.
კარაქი 2 ს.კ.
ზღვის მარილი 1 ჩ.კ.
ნიორი დანაყული 1 ჩ.კ.
შავი პილპილი 0,5 ჩ.კ.
პაპრიკა ¼ ჩ.კ.
მომზადება:
1. დასაწყისისთვის ქათმის ფილეს უნდა გაუკეთოდ მარინადი. ამისათვის 4 ს.კ. ჩვეულებრივი მარილი გახსენით 1 ლ ოთახის ტემპერატურის წყალში. ფილე ჩადეთ ხსნარში 15-30 წუთით. თუ გაგაჩნიათ საკმარისი დრო, ჩადეთ ფილე ხსნარში და შედგით მაცივარში 4-8 საათით.
2. ამოიღეთ ფილე და გააშრეთ, შემდეგ კი, შესაბრაწად მოათავსეთ ფორმაზე.
3. წაუსვით ფილეს გამდნარი კარაქი და დააყერეთ ზღვის მარილი და სანელებლები.
4. ფილე შებრაწეთ 35-45 წუთის განმავლობაში 90 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.
5. ამის შემდეგ გამოიღეთ ფილე ღუმელიდან და დააცადეთ „დასვენება“ 45 წუთი.
6. მადისაღმძვრელი შებრაწული ქერქის მისაღებად შედგით ფილე 260 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში კიდევ 5-10 წუთით.