რეცეპტები / ცომეული / ყველის კვერები 15 წუთში
ყველის კვერები 15 წუთში

ინგრედიენტები:

კეფირი - 1 ჭიქა

მარილი - 0,5 ჩ.კ.

შაქარი - 0,5 ჩ.კ.

სოდა - 0,5 ჩ.კ.

მაგარი ყველი - 1 ჭიქა (გახეხილი)

ლორი (ძეხვი, სოსისი) წვრილად დაჭრილი - 1 ჭიქა

ფქვილი - 2 ჭიქა


მომზადება:

1. კეფირში დაუმატეთ მარილი, შაქარი, სოდა და კარგად აურიეთ.

2. დაუმატეთ გახეხილი ყველი და ფქვილი. ისევ კარგად აურიეთ.

3. ცომისგან გააკეთეთ პატარა ბურთები, გააბრტყელეთ კვერი და ჩადეთ შიგთავსი (ლორი და ყველი), შეაერთეთ ბოლოები და ოდნავ გააბრტყელეთ.

4. შეწვით ნელ ცეცხლზე წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე რაფინირებულ ზეთში ორივე მხრიდან სახურავის ქვეშ.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა