Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=422 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/422 0 ყველის კვერები 15 წუთში 2016-06-07 00:00:00 2016-06-07 00:00:00

ინგრედიენტები:

კეფირი - 1 ჭიქა

მარილი - 0,5 ჩ.კ.

შაქარი - 0,5 ჩ.კ.

სოდა - 0,5 ჩ.კ.

მაგარი ყველი - 1 ჭიქა (გახეხილი)

ლორი (ძეხვი, სოსისი) წვრილად დაჭრილი - 1 ჭიქა

ფქვილი - 2 ჭიქა


მომზადება:

1. კეფირში დაუმატეთ მარილი, შაქარი, სოდა და კარგად აურიეთ.

2. დაუმატეთ გახეხილი ყველი და ფქვილი. ისევ კარგად აურიეთ.

3. ცომისგან გააკეთეთ პატარა ბურთები, გააბრტყელეთ კვერი და ჩადეთ შიგთავსი (ლორი და ყველი), შეაერთეთ ბოლოები და ოდნავ გააბრტყელეთ.

4. შეწვით ნელ ცეცხლზე წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე რაფინირებულ ზეთში ორივე მხრიდან სახურავის ქვეშ.