რეცეპტები / გამორჩეული გემო / მიწის თხილში შემწვარი - ხრაშუნა ქათმის ბარკლები
მიწის თხილში შემწვარი - ხრაშუნა ქათმის ბარკლები

ინგრედიენტები:

ქათმის ბარკლები - 5 ც.

მიწის თხილი (გახეხილი) – 100 გ

საფანელი - 80 გ

კვერცხი - 1 ც.

კეტჩუპი - 1 ს.კ.

მარილი - 0,5 ჩ.კ.

სანელებლები - გემოვნებით

მცენარეული ზეთი - 60 მლ


მომზადება:

ქათმის ბარკლებს მოაცილეთ კანი. ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი და კეტჩუპი. ათქვიფეთ. პოლიეთილენის პაკეტში ან თეფშზე აურიეთ ერთმანეთში საფანელი, გახეხილი მიწის თხილი და სანელებლები.

ქათმის ბარკალი ამოავლეთ კეტჩუპთან ერთად ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს საფანელში.

მთლიანად დაფარეთ ბარკალი მშრალი ნარევით.

მაგრად გაცხელებულ ტაფაზე შეწვით  ქათმის თითოეული ბარკალი (დაახლოებით 30 წუთი).



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა