ინგრედიენტები:
ქათმის ბარკლები - 5 ც.
მიწის თხილი (გახეხილი) – 100 გ
საფანელი - 80 გ
კვერცხი - 1 ც.
კეტჩუპი - 1 ს.კ.
მარილი - 0,5 ჩ.კ.
სანელებლები - გემოვნებით
მცენარეული ზეთი - 60 მლ
მომზადება:
ქათმის ბარკლებს მოაცილეთ კანი. ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი და კეტჩუპი. ათქვიფეთ. პოლიეთილენის პაკეტში ან თეფშზე აურიეთ ერთმანეთში საფანელი, გახეხილი მიწის თხილი და სანელებლები.
ქათმის ბარკალი ამოავლეთ კეტჩუპთან ერთად ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს საფანელში.
მთლიანად დაფარეთ ბარკალი მშრალი ნარევით.
მაგრად გაცხელებულ ტაფაზე შეწვით ქათმის თითოეული ბარკალი (დაახლოებით 30 წუთი).