რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ხაჭოს კვერი შოკოლადის შიგთავსით შვრიის ფანტელებით
ხაჭოს კვერი შოკოლადის შიგთავსით შვრიის ფანტელებით

ინგრედიენტები:

600 გ ხაჭო

1 კვერცხი

0,5 ჭიქა მანანის ბურღული

0,5 ჭიქა შაქარი

ვანილი

100 გ შოკოლადი

შვრიის ფანტელი საფანელისთვის

მცენარეული ზეთი შეწვისთვის


მომზადება:

აურიეთ ერთმანეთში ხაჭო, კვერცხი, მანანის ბურღული, შაქარი და ვანილი ერთგვაროვან კონსისტენციამდე. შოკოლადი დატეხეთ. ცომი გაყავით დაახლოებით 40 გ წონის ერთნაირ ბურთულებად.

თითოეული ბურთულა გააბრტყელეთ ხელისგულზე და ჩადეთ შოკოლადის პატარა ნატეხი. 
მოუკარით პირი და გააკეთეთ ხაჭოს კვერი.

ანალოგიურად გააკეთეთ დარჩენილი ხაჭოს მასიდან. ამოავლეთ ხაჭოს კვერი შვრიის საფანელში.

ტაფაში გააცხელეთ მცენარეული ზეთი და შეწვით ორივე მხრიდან მზადყოფნამდე.
სურვილისამებრ მიიტანეთ სუფრასთან შოკოლადის ნატეხებთან ერთად ან არაჟანით.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა