Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=398 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/398 0 ხაჭოს კვერი შოკოლადის შიგთავსით შვრიის ფანტელებით 2016-05-13 00:00:00 2016-05-13 00:00:00

ინგრედიენტები:

600 გ ხაჭო

1 კვერცხი

0,5 ჭიქა მანანის ბურღული

0,5 ჭიქა შაქარი

ვანილი

100 გ შოკოლადი

შვრიის ფანტელი საფანელისთვის

მცენარეული ზეთი შეწვისთვის


მომზადება:

აურიეთ ერთმანეთში ხაჭო, კვერცხი, მანანის ბურღული, შაქარი და ვანილი ერთგვაროვან კონსისტენციამდე. შოკოლადი დატეხეთ. ცომი გაყავით დაახლოებით 40 გ წონის ერთნაირ ბურთულებად.

თითოეული ბურთულა გააბრტყელეთ ხელისგულზე და ჩადეთ შოკოლადის პატარა ნატეხი.
მოუკარით პირი და გააკეთეთ ხაჭოს კვერი.

ანალოგიურად გააკეთეთ დარჩენილი ხაჭოს მასიდან. ამოავლეთ ხაჭოს კვერი შვრიის საფანელში.

ტაფაში გააცხელეთ მცენარეული ზეთი და შეწვით ორივე მხრიდან მზადყოფნამდე.
სურვილისამებრ მიიტანეთ სუფრასთან შოკოლადის ნატეხებთან ერთად ან არაჟანით.