რეცეპტები / ბოსტნეულის კერძები / ღუმელში შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო
ღუმელში შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო
ინგრედიენტები:

1 ყვავილოვანი კომბოსტო

1 ს.კ. მცენარეული ზეთი

300 მლ ბერძნული იოგურტი

1 ლიმონის წვენი

1 ს.კ. ზირა

2 კბილი ნიორი

1 ჩ.კ. კარი

2 ჩ.კ. ზღვის მარილი

1 ჩ.კ. შავი პილპილი


მომზადება:

1. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე და წაუსვით ტაფას ცხიმი.

2. კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ კომბოსტო.

3. დიდ ჯამში ერთმანეთში აურიეთ იოგურტი, წვრილად დაჭრილი ნიორი, ლიმონის წვენი და სანელებლები.

4. მომზადებულ მარინადში ამოავლეთ კომბოსტო.

5. შედგით კომბოსტო ღუმელში და შებრაწეთ 30-40 წუთის განმავლობაში.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა