Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=356 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/356 0 ღუმელში შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო 2016-04-22 00:00:00 2016-04-22 00:00:00
ინგრედიენტები:

1 ყვავილოვანი კომბოსტო

1 ს.კ. მცენარეული ზეთი

300 მლ ბერძნული იოგურტი

1 ლიმონის წვენი

1 ს.კ. ზირა

2 კბილი ნიორი

1 ჩ.კ. კარი

2 ჩ.კ. ზღვის მარილი

1 ჩ.კ. შავი პილპილი


მომზადება:

1. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე და წაუსვით ტაფას ცხიმი.

2. კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ კომბოსტო.

3. დიდ ჯამში ერთმანეთში აურიეთ იოგურტი, წვრილად დაჭრილი ნიორი, ლიმონის წვენი და სანელებლები.

4. მომზადებულ მარინადში ამოავლეთ კომბოსტო.

5. შედგით კომბოსტო ღუმელში და შებრაწეთ 30-40 წუთის განმავლობაში.