რეცეპტები / წვნიანები / ხორცის ბურთულები ტომატის სოუსში
ხორცის ბურთულები ტომატის სოუსში
ინგრედიენტები:

შერეული ფარში 500 გ

ხახვი 1 ც.

კვერცხი 1 ც.

ნიორი 2 კბილი

ტომატების პიურე - 700 გ

მარილი, წიწაკა - გემოვნებით

მწვანილი - გემოვნებით

მცენარეული ზეთი - შესაწველად


მომზადება:

ფარშს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კვერცხი, მარილი და წიწაკა. კარგად აურიეთ. სველი ხელით გააკეთეთ კაკლის ზომის ბურთულები და შეწვით მცენარეულ ზეთში. 

დაკონსერვებულ პომიდორს მოაცილეთ კანი და დააბლენდერეთ. ტომატის პიურე გადაიღეთ ქვაბში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მიიყვანეთ დუღილამდე. 

შემდეგ დაუმატეთ ხორცის ბურთულები და ადუღეთ  დაახლოებით 20 წუთი. შეანელეთ გემოვნებით. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. 


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა