ინგრედიენტები:
შერეული ფარში 500 გ
ხახვი 1 ც.
კვერცხი 1 ც.
ნიორი 2 კბილი
ტომატების პიურე - 700 გ
მარილი, წიწაკა - გემოვნებით
მწვანილი - გემოვნებით
მცენარეული ზეთი - შესაწველად
მომზადება:
ფარშს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კვერცხი, მარილი და წიწაკა. კარგად აურიეთ. სველი ხელით გააკეთეთ კაკლის ზომის ბურთულები და შეწვით მცენარეულ ზეთში.
დაკონსერვებულ პომიდორს მოაცილეთ კანი და დააბლენდერეთ. ტომატის პიურე გადაიღეთ ქვაბში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მიიყვანეთ დუღილამდე.
შემდეგ დაუმატეთ ხორცის ბურთულები და ადუღეთ დაახლოებით 20 წუთი. შეანელეთ გემოვნებით. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.