სასარგებლო / პრაქტიკული რჩევები / როგორ იმკურნალოთ ხახვის, ნიორის და კვერცხის საშუალებით – ხალხური რეცეპტები
როგორ იმკურნალოთ ხახვის, ნიორის და კვერცხის საშუალებით – ხალხური რეცეპტები
გაზაფხულზე ყოველთვის მატულობს გაციებისა და ვირუსული ინფექციების საფრთხე, ხარისხიანი მედიკამენტები კი ხშირად ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომაც რამდენიმე მარტივ ხალხურ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

გაციების დროს

გახეხეთ ხახვი, დაასხით 0,5 ლ ცხელი რძე და დააყოვნეთ. დალიეთ ნახევარი ძილის წინ, მეორე ნახევარი კი - დილით.


ხველების დროს

10 თავი ხახვი და 1 თავი ნიორი წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ რძეში და ადუღეთ მანამ, სანამ ხახვი და ნიორი არ გაიხსნება. დაუმატეთ ცოტა პიტნა და თაფლი. გაფილტრეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ყოველ საათში ერთხელ დღის განმავლობაში.


ყივანახველა

5 კბილი ნიორი დაჭერით წვრილად ან დანაყეთ და აადუღეთ 1 ჩაის ჭიქა რძეში, დალიეთ დღეში რამდენჯერმე;


ქუთუთოებზე გამონაყარის დროს

გამონაყარზე მაწონში ამოვლებული დოლბანდი დაიდეთ. ზემოდან მრავალძარღვას ფურცელი მოათავსეთ, მის ზემოთ კი _ მაგრად მოხარშული კვერცხი (ორად გაჭრილი, ცხელი). საფენი მანამ გედოთ, სანამ კვერცხი არ გაცივდება. პროცედურა 2-საათიანი ინტერვალით რამდენჯერმე გაიმეორეთ.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა