Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=341 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/341 0 როგორ იმკურნალოთ ხახვის, ნიორის და კვერცხის საშუალებით – ხალხური რეცეპტები 2016-04-18 00:00:00 2016-04-18 00:00:00
გაზაფხულზე ყოველთვის მატულობს გაციებისა და ვირუსული ინფექციების საფრთხე, ხარისხიანი მედიკამენტები კი ხშირად ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომაც რამდენიმე მარტივ ხალხურ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

გაციების დროს

გახეხეთ ხახვი, დაასხით 0,5 ლ ცხელი რძე და დააყოვნეთ. დალიეთ ნახევარი ძილის წინ, მეორე ნახევარი კი - დილით.


ხველების დროს

10 თავი ხახვი და 1 თავი ნიორი წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ რძეში და ადუღეთ მანამ, სანამ ხახვი და ნიორი არ გაიხსნება. დაუმატეთ ცოტა პიტნა და თაფლი. გაფილტრეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ყოველ საათში ერთხელ დღის განმავლობაში.


ყივანახველა

5 კბილი ნიორი დაჭერით წვრილად ან დანაყეთ და აადუღეთ 1 ჩაის ჭიქა რძეში, დალიეთ დღეში რამდენჯერმე;


ქუთუთოებზე გამონაყარის დროს

გამონაყარზე მაწონში ამოვლებული დოლბანდი დაიდეთ. ზემოდან მრავალძარღვას ფურცელი მოათავსეთ, მის ზემოთ კი _ მაგრად მოხარშული კვერცხი (ორად გაჭრილი, ცხელი). საფენი მანამ გედოთ, სანამ კვერცხი არ გაცივდება. პროცედურა 2-საათიანი ინტერვალით რამდენჯერმე გაიმეორეთ.