ინგრედიენტები:
3 საშუალი მწიფე პომიდორი
1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი
1 ს.კ. წვრილად დაჭრილი მწვანილი
1/3 ჩ.კ. მარილი
1/3 ჩ.კ. შაქარი
½ ჩ.კ. ფრანგული მდოგვი
2.ს.კ. ზეითუნის ზეთი
½ ს.კ. ვაშლის ძმარი
შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
დაჭერით პომიდორი რგოლებად. მარინადისთვის ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და მოასხით პომიდორის თითოეულ რგოლს.
ჩააწყეთ პომიდორი ქვაბში, დაახურეთ თავსახური და შედგით 30 წუთით მაცივარში. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ საყვარელი მწვანილი.