Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=337 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/337 0 მარინადში ჩადებული პომიდორი იტალიურად - მოამზადებთ 30 წუთში 2016-04-18 00:00:00 2016-04-18 00:00:00
ინგრედიენტები:

3 საშუალი მწიფე პომიდორი

1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი

1 ს.კ. წვრილად დაჭრილი მწვანილი

1/3 ჩ.კ. მარილი

1/3 ჩ.კ. შაქარი

½ ჩ.კ. ფრანგული მდოგვი

2.ს.კ. ზეითუნის ზეთი

½ ს.კ. ვაშლის ძმარი

შავი პილპილი გემოვნებით


მომზადება:

დაჭერით პომიდორი რგოლებად. მარინადისთვის ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და მოასხით პომიდორის თითოეულ რგოლს.

ჩააწყეთ პომიდორი ქვაბში, დაახურეთ თავსახური და შედგით 30 წუთით მაცივარში. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ საყვარელი მწვანილი.