რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / ფარშირებული სოკო ყველით - 20 წუთში მოსამზადებელი უგემრიელესი კერძი
ფარშირებული სოკო ყველით - 20 წუთში მოსამზადებელი უგემრიელესი კერძი
ინგრედიენტები: 

ფარში

ხახვი

ქამა სოკო

მაიონეზი

გახეხილი ყველი

მცენარეული ზეთი

მარილი

შავი პილპილი


მომზადება:

გამოაცალკევეთ სოკოს ფეხი ქუდისაგან. ფეხები დაჭერით, ქუდებში კი ფრთხილად გააკეთეთ პატარა ჩაღრმავებები. ასევე წვრილად დაჭერით რბილობი, რომელიც ამის შემდეგ დარჩა. 

შიგთავსის მომზადება სოკოს ფარშირებისთვის:

ხახვი, ხორცის ფარში, წვრილად დაჭრილი სოკოს რბილობი მოხრაკეთ, დააყარეთ მარილი და პილპილი.

ქამა სოკოს ფარშირება:

მომზადებულ ქუდებში ჩაასხით ცოტაოდენი მაიონეზი, შემდეგ ჩადეთ შიგთავსი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. დაალაგეთ ტაფაზე და შედგით ღუმელში 20-25 წუთით, ყველი უნდა შეიბრაწოს.

ფარშიანი სოკოს მომზადების დეტალები:

1. ფარშირებისთვის საჭიროა აირჩიოთ მსხვილქუდიანი სოკოები.

2. ქუდებში ჩაღრმავებები უნდა გააკეთოთ ძალიან ფრთხილად, რათა არ  დააზიანოთ და არ  გატეხოთ.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა