Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=335 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/335 0 ფარშირებული სოკო ყველით - 20 წუთში მოსამზადებელი უგემრიელესი კერძი 2016-04-18 00:00:00 2016-04-18 00:00:00
ინგრედიენტები:

ფარში

ხახვი

ქამა სოკო

მაიონეზი

გახეხილი ყველი

მცენარეული ზეთი

მარილი

შავი პილპილი


მომზადება:

გამოაცალკევეთ სოკოს ფეხი ქუდისაგან. ფეხები დაჭერით, ქუდებში კი ფრთხილად გააკეთეთ პატარა ჩაღრმავებები. ასევე წვრილად დაჭერით რბილობი, რომელიც ამის შემდეგ დარჩა.

შიგთავსის მომზადება სოკოს ფარშირებისთვის:

ხახვი, ხორცის ფარში, წვრილად დაჭრილი სოკოს რბილობი მოხრაკეთ, დააყარეთ მარილი და პილპილი.

ქამა სოკოს ფარშირება:

მომზადებულ ქუდებში ჩაასხით ცოტაოდენი მაიონეზი, შემდეგ ჩადეთ შიგთავსი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. დაალაგეთ ტაფაზე და შედგით ღუმელში 20-25 წუთით, ყველი უნდა შეიბრაწოს.

ფარშიანი სოკოს მომზადების დეტალები:

1. ფარშირებისთვის საჭიროა აირჩიოთ მსხვილქუდიანი სოკოები.

2. ქუდებში ჩაღრმავებები უნდა გააკეთოთ ძალიან ფრთხილად, რათა არ დააზიანოთ და არ გატეხოთ.