რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ყავის რეცეპტი, რომელიც სპეციალურად ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის შექმნეს
ყავის რეცეპტი, რომელიც სპეციალურად ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის შექმნეს
ეს სასმელი, ყავისა და კაკაოს ნაზავია, ამიტომ ამ რეცეპტით მომზადებულ ყავას არაჩვეულებრივი არომატი და შოკოლადის პიკანტური გემო აქვს.

საჭირო მასალა:

ახალმოხარშული შავი ყავა- 100 მგ

კაკაოს ფხვნილი- 2 ჩ/კ

რძე- 100მგ

შაქარი- 2ჩ/კ

ათქვეფილი ნაღები- 2 ჩ/კ

პირველ რიგში უნდა მოხარშოთ კაკაო. ამისათვის ქვაბში ჩაყარეთ კაკაოს ფხვნილი, შაქარი და რძე, კარგად აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.

მოამზადეთ 1 ჭიქა შავი ყავა.

კაკაო მიქსერით მანამ თქვიფეთ, სანამ ქაფის მაგვარ მასას არ მიიღებთ. ათქვეფილ კაკაოს დაუმატეთ მოდუღებული ყავა, აურიეთ და გაანაწილეთ ჭიქებში. 

ზემოდან დაადეთ ათქვეფილი ნაღები, რომელიც სურვილის შემთხვევაში გახეხილი შოკოლადით და თხილით შეგიძლიათ გააფორმოთ.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა