ეს სასმელი, ყავისა და კაკაოს ნაზავია, ამიტომ ამ რეცეპტით მომზადებულ ყავას არაჩვეულებრივი არომატი და შოკოლადის პიკანტური გემო აქვს.
საჭირო მასალა:
ახალმოხარშული შავი ყავა- 100 მგ
კაკაოს ფხვნილი- 2 ჩ/კ
რძე- 100მგ
შაქარი- 2ჩ/კ
ათქვეფილი ნაღები- 2 ჩ/კ
პირველ რიგში უნდა მოხარშოთ კაკაო. ამისათვის ქვაბში ჩაყარეთ კაკაოს ფხვნილი, შაქარი და რძე, კარგად აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
მოამზადეთ 1 ჭიქა შავი ყავა.
კაკაო მიქსერით მანამ თქვიფეთ, სანამ ქაფის მაგვარ მასას არ მიიღებთ. ათქვეფილ კაკაოს დაუმატეთ მოდუღებული ყავა, აურიეთ და გაანაწილეთ ჭიქებში.
ზემოდან დაადეთ ათქვეფილი ნაღები, რომელიც სურვილის შემთხვევაში გახეხილი შოკოლადით და თხილით შეგიძლიათ გააფორმოთ.