რეცეპტები / თევზეული - ზღვის ნობათი / სახლში მომზადებული გემრიელი თევზის ჩხირები
სახლში მომზადებული გემრიელი თევზის ჩხირები

საჭირო მასალა:

თევზის ფილე - 450 გრ

მანანის ბურღული - 0,5 ს.კ.

ლიმონის ცედრა - 1 ს.კ.

ზეითუნის ზეთი - 1 ს.კ.

ოხრახუში, მარილი, ლიმონი გემოვნებით


მომზადება:


ღუმელი 200 გრადუსამდე გაახურეთ. ლანგარზე ფოლგა გაფინეთ. თევზის ფილე დაახლოებით 2-სანტიმეტრიანი სისქის ზოლებად დაჭერით. ამოსავლებად აურიეთ ერთმანეთში მანანის ბურღული, ნახევარი ლიმონის გახეხილი ცედრა და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. 


ფილე ამოავლეთ ამ ნაზავში, დადეთ ლანგარზე, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და შედგით ღუმელში. 20 წუთი დატოვეთ ღუმელში და შემდეგ ლიმონის ნაჭრებთან ერთად მიიტანეთ სუფრაზე.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა