საჭირო მასალა:
თევზის ფილე - 450 გრ
მანანის ბურღული - 0,5 ს.კ.
ლიმონის ცედრა - 1 ს.კ.
ზეითუნის ზეთი - 1 ს.კ.
ოხრახუში, მარილი, ლიმონი გემოვნებით
მომზადება:
ღუმელი 200 გრადუსამდე გაახურეთ. ლანგარზე ფოლგა გაფინეთ. თევზის ფილე დაახლოებით 2-სანტიმეტრიანი სისქის ზოლებად დაჭერით. ამოსავლებად აურიეთ ერთმანეთში მანანის ბურღული, ნახევარი ლიმონის გახეხილი ცედრა და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
ფილე ამოავლეთ ამ ნაზავში, დადეთ ლანგარზე, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და შედგით ღუმელში. 20 წუთი დატოვეთ ღუმელში და შემდეგ ლიმონის ნაჭრებთან ერთად მიიტანეთ სუფრაზე.