რეცეპტები / გამორჩეული გემო / შინ მომზადებული რძიანი კანფეტები ბავშვებისთვის - მხიარული რეცეპტი
შინ მომზადებული რძიანი კანფეტები ბავშვებისთვის - მხიარული რეცეპტი
რძიანი კანფეტების ძალიან გემრიელი, მხიარული და საინტერესო რეცეპტი.

ინგრედიენტები:

რძე 100 მლ

შაქარი 300 გ.


მომზადება:

მიიღებთ ფორიან რძიან შაქარს. კანფეტის ერთი მხარე იქნება პრიალა, ხოლო მეორე - ამობურცული.

ამ ნუგბარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ღრმა, სქელძირიანი ტაფა და სილიკონის ფორმები.
ჩაყარეთ ტაფაში შაქარი, დაუმატეთ რძე. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ურიეთ. მასა აქაფდება. როცა შაქრიანი რძე გასქელდება და მიიღებს ღია-ყავისფერს, მოიკლებს მოცულობაში და თავზე მოიდებს თხელ აპკს – კანფეტის მასა მზად არის.

მზა მასით გაავსეთ სილიკონის ფორმები. კანფეტებში შეგიძლიათ დაუმატეთო თხილი ან ქაიშმიში.

გააცივეთ კანფეტები და ისიამოვნეთ თქვენც და თქვენმა პატარებმაც. 


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა