Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=315 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/315 0 შინ მომზადებული რძიანი კანფეტები ბავშვებისთვის - მხიარული რეცეპტი 2016-03-30 00:00:00 2016-03-30 00:00:00
რძიანი კანფეტების ძალიან გემრიელი, მხიარული და საინტერესო რეცეპტი.

ინგრედიენტები:

რძე 100 მლ

შაქარი 300 გ.


მომზადება:

მიიღებთ ფორიან რძიან შაქარს. კანფეტის ერთი მხარე იქნება პრიალა, ხოლო მეორე - ამობურცული.

ამ ნუგბარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ღრმა, სქელძირიანი ტაფა და სილიკონის ფორმები.
ჩაყარეთ ტაფაში შაქარი, დაუმატეთ რძე. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ურიეთ. მასა აქაფდება. როცა შაქრიანი რძე გასქელდება და მიიღებს ღია-ყავისფერს, მოიკლებს მოცულობაში და თავზე მოიდებს თხელ აპკს – კანფეტის მასა მზად არის.

მზა მასით გაავსეთ სილიკონის ფორმები. კანფეტებში შეგიძლიათ დაუმატეთო თხილი ან ქაიშმიში.

გააცივეთ კანფეტები და ისიამოვნეთ თქვენც და თქვენმა პატარებმაც.