რეცეპტები / აზიური სამზარეულო / შემწვარი კარტოფილი ზეთისხილით და ლიმონით მაროკოულად (სამარხვო კერძი)
შემწვარი კარტოფილი ზეთისხილით და ლიმონით მაროკოულად (სამარხვო კერძი)
სასარგებლო და გემრიელი სამარხვო კერძი


ინგრედიენტები:

ზეთისხილი 1/4 ჭიქა

კარტოფილი 450 გ

ზეითუნის ზეთი 2 ს/კ

ლიმონის ცედრა 1 ჩ/კ

დაფქული ძირა 1/2 ჩ/კ

წყალი 1 ჭიქა

დაჭრილი ოხრახუში 1/4 ჭიქა

ლიმონი 1 ცალი

მარილი გემოვნებით

შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით


მომზადება:


1. დაჭერით ზეთისხილი.

2. დაჭერით კარტოფილი პატარა ნაჭრებად. გადაიტანეთ ჯამში და შეურიეთ ზეთისხილს, ზეითუნის ზეთს, დაუმატეთ ლიმონის ცედრა, ძირა, 0,5 ჩ/კმარილი და 0,25 ჩ/კ შავი პილპილი. მოასხით ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად აურიეთ და გადაიტანეთ მიღებული მასა ტაფაზე. დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.

3. შემდეგ დაახურეთ თავსახური და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10-12 წუთი, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. ახადეთ თავსახური და ისევ გააჩერეთ 1-2 წუთი, სანამ წყალი არ ამოშრება. 

4. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა