Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=300 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/300 0 შემწვარი კარტოფილი ზეთისხილით და ლიმონით მაროკოულად (სამარხვო კერძი) 2016-03-16 00:00:00 2016-03-16 00:00:00
სასარგებლო და გემრიელი სამარხვო კერძი


ინგრედიენტები:

ზეთისხილი 1/4 ჭიქა

კარტოფილი 450 გ

ზეითუნის ზეთი 2 ს/კ

ლიმონის ცედრა 1 ჩ/კ

დაფქული ძირა 1/2 ჩ/კ

წყალი 1 ჭიქა

დაჭრილი ოხრახუში 1/4 ჭიქა

ლიმონი 1 ცალი

მარილი გემოვნებით

შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით


მომზადება:


1. დაჭერით ზეთისხილი.

2. დაჭერით კარტოფილი პატარა ნაჭრებად. გადაიტანეთ ჯამში და შეურიეთ ზეთისხილს, ზეითუნის ზეთს, დაუმატეთ ლიმონის ცედრა, ძირა, 0,5 ჩ/კმარილი და 0,25 ჩ/კ შავი პილპილი. მოასხით ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად აურიეთ და გადაიტანეთ მიღებული მასა ტაფაზე. დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.

3. შემდეგ დაახურეთ თავსახური და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10-12 წუთი, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. ახადეთ თავსახური და ისევ გააჩერეთ 1-2 წუთი, სანამ წყალი არ ამოშრება.

4. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.