საჭირო მასალა:
2-3- კონა სალათის ფოთლები
100 გ უკურკო ზეთისხილი
2-3 ცალი პომიდორი
2-3 ცალი ტკბილი წიწაკა
1 თავი წითელი ხახვი
1 ცალი ლიმონი
150 გ ყველი ფეტა (ან ბრინზა)
30-50 გ ზეითუნის ზეთი
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
სალათის ფოთლები ხელით დაფლითეთ, პომიდორი პატარა ნაჭრებად, ხოლო ბულგარული მომცრო ნაჭრებად დაჭერით. ხახვი - ნახევარ რგოლებად, დაუმატეთ ზეთისხილი და კუბიკებად დაჭრილი ყველი.
გამოწურეთ ლიმონის წვენი, სალათს მოაყარეთ მარილი და მოასხით ზეითუნის ზეთი, კარგად ამოურიეთ. გემრიელად მიირთვით.