საჭირო მასალა:
• 600 გრამი მარგარინი
• 5 ჭიქა ფქვილი ან რამდენსაც შეიზელს
• 3 ცალი კვერცხი
• 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით
• 1 ცალი ვანილი
• 1/2 ლიტრა მაწონი
• 3 ჭიქა შაქარი
მომზადება:
500 გრამი მარგარინი თასში დაკეპეთ, შეურიეთ ფქვილი და ხელით მოზილეთ. დაუმატეთ სოდიანი ძმარი, 1 კვერცხი, ნახევარი ლიტრი მაწონი და ხელით კარგად აურიეთ. შეურიეთ ისევ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი რამდენჯერმე გააბრტყელეთ, გადაახვიეთ და კვლავ გავაბრტყელეთ.
გულსართი:
3 ჭიქა ფქვილი ტაფაზე მოშუშეთ, დაუმატეთ 3 ჭიქა შაქარი, 100 გრამი დაკეპილი მარგარინი და 1 ცალი ვანილი. ურიეთ სანამ მარგარინი არ გადნება და ბოლოს მასა მოშუშეთ.
ცომი კარგად გააბრტყელეთ, მოაყარეთ გულსართი. გადაახვიეთ რულეტივით. ბოლოს ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყაროთ შაქარი.
გამოაცხეთ 180 გრადუსზე.