Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=207 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/207 0 სომხური ქადის ყველაზე მარტივი და გემრიელი რეცეპტი 2016-02-20 00:00:00 2016-02-20 00:00:00
საჭირო მასალა:


• 600 გრამი მარგარინი
• 5 ჭიქა ფქვილი ან რამდენსაც შეიზელს
• 3 ცალი კვერცხი
• 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით
• 1 ცალი ვანილი
• 1/2 ლიტრა მაწონი
• 3 ჭიქა შაქარი


მომზადება:


500 გრამი მარგარინი თასში დაკეპეთ, შეურიეთ ფქვილი და ხელით მოზილეთ. დაუმატეთ სოდიანი ძმარი, 1 კვერცხი, ნახევარი ლიტრი მაწონი და ხელით კარგად აურიეთ. შეურიეთ ისევ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი რამდენჯერმე გააბრტყელეთ, გადაახვიეთ და კვლავ გავაბრტყელეთ.


გულსართი:


3 ჭიქა ფქვილი ტაფაზე მოშუშეთ, დაუმატეთ 3 ჭიქა შაქარი, 100 გრამი დაკეპილი მარგარინი და 1 ცალი ვანილი. ურიეთ სანამ მარგარინი არ გადნება და ბოლოს მასა მოშუშეთ.


ცომი კარგად გააბრტყელეთ, მოაყარეთ გულსართი. გადაახვიეთ რულეტივით. ბოლოს ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყაროთ შაქარი.


გამოაცხეთ 180 გრადუსზე.