რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ჰალვის რეცეპტი ქობულეთურად
ჰალვის რეცეპტი ქობულეთურად

საჭიროა - 5 კგ ჰალვისთვის 

ინგრედიენტები:

სიმინდის ფქვილი 2 კგ, 

კარაქი 1 კგ, 

შაქარი1.5 კგ, 

წყალი1.5 ლიტრი, 

ქიშმიში - გემოვნებით


მომზადება:

გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვათავსოთ ცხიმიან ტაფაზე და მოვხალოთ. რეცეპტურით გათვალისწინებული შაქარი გავყოთ შუაზე, ნახევარი დავაყაროთ ფქვილს და ავურიოთ. 

დარჩენილ შაქარზე დავასხათ მდუღარე წყალი, მოვამზადოთ სიროფი, ვაცალოთ გაგრილება და დავასხათ ფქვილს, შევურიოთ ქიშმიში და ვზილოთ მანამ, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას.

მიღებული ცომი დავანაწილოდ 50-50 გრ, ნაწილებად, მივცეთ ოვალური ფორმა დავაწყოთ ჭურჭელზე და 2-3 საათი ვაცალოთ გამოშრობა.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა