Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=187 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/187 0 ჰალვის რეცეპტი ქობულეთურად 2016-02-17 00:00:00 2016-02-17 00:00:00

საჭიროა - 5 კგ ჰალვისთვის

ინგრედიენტები:

სიმინდის ფქვილი 2 კგ,

კარაქი 1 კგ,

შაქარი1.5 კგ,

წყალი1.5 ლიტრი,

ქიშმიში - გემოვნებით


მომზადება:

გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვათავსოთ ცხიმიან ტაფაზე და მოვხალოთ. რეცეპტურით გათვალისწინებული შაქარი გავყოთ შუაზე, ნახევარი დავაყაროთ ფქვილს და ავურიოთ.

დარჩენილ შაქარზე დავასხათ მდუღარე წყალი, მოვამზადოთ სიროფი, ვაცალოთ გაგრილება და დავასხათ ფქვილს, შევურიოთ ქიშმიში და ვზილოთ მანამ, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას.

მიღებული ცომი დავანაწილოდ 50-50 გრ, ნაწილებად, მივცეთ ოვალური ფორმა დავაწყოთ ჭურჭელზე და 2-3 საათი ვაცალოთ გამოშრობა.