რეცეპტები / ქართული სამზარეულო / როგორ მზადდება აფხაზურა ბადექონში, სანელებლებითა და ბროწეულით
როგორ მზადდება აფხაზურა ბადექონში, სანელებლებითა და ბროწეულით

საჭირო მასალა 4 ულუფისთვის: 

ბადექონი –100-120 გ

საქონლისფარში – 500 გ

ღორისფარში – 500 გ

ოხრახუში – 1 კონა

კამა - 1/2 კონა

მწვანე წიწაკა – 1 ცალი

ქინძი – 2 კონა

ხახვი – 2 თავი

ბროწეული – 70 გ

ხმელიქონდარი – 1 ჩაისკოვზი

დანაყილინიორი – 5 კბილი

მარილი, წიწაკა – გემოვნებით

აფხაზურას ფარშს ძალიან უხდება ბროწეულის მარცვლები, თუმცა მისი შეცვლა კოწახურით, წითელი მოცხარით ან ნებისმიერი მომჟავო კენკრით შეგიძლიათ.

მოამზადეთ ინგრედიენტები:

ფარში:
ხორცის ფარშს შეურიეთ ნიორი, ქინძი, კამა, წიწაკა, მარილი, ხმელი
ქონდარი და ბროწეული. ქინძი, ოხრახუში და კამა წვრილად, ხახვი – მსხვილად, წიწაკა კი – თხელ რგოლებად დაჭერით. შეამოწმეთ, რომ ბადექონი გახეული არ იყოს.

შეხვევა
ბადექონი გაშალეთ სამზარეულოს დაფაზე და ზედ ფარში მოათავსეთ. ფრთხილად გადაუკეცეთ გვერდები და ფარში შეახვიეთ. კეცი 20-25 წუთით შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში. აფხაზურა კარგად უნდა დაიბრაწოს. შემწვარი აფხაზურა გამოიღეთ ღუმელიდან და დაჭრილი ხახვი, მწვანილი და წიწაკა მოაყარეთ. 

აფხაზურა შეგიძლიათ შეწვათ როგორც ღუმელში, ასევე ტაფაზეც. მიირთვით ცხელი...



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა