Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=143 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/143 0 როგორ მზადდება აფხაზურა ბადექონში, სანელებლებითა და ბროწეულით 2016-02-09 00:00:00 2016-02-09 00:00:00

საჭირო მასალა 4 ულუფისთვის:

ბადექონი –100-120 გ

საქონლისფარში – 500 გ

ღორისფარში – 500 გ

ოხრახუში – 1 კონა

კამა - 1/2 კონა

მწვანე წიწაკა – 1 ცალი

ქინძი – 2 კონა

ხახვი – 2 თავი

ბროწეული – 70 გ

ხმელიქონდარი – 1 ჩაისკოვზი

დანაყილინიორი – 5 კბილი

მარილი, წიწაკა – გემოვნებით

აფხაზურას ფარშს ძალიან უხდება ბროწეულის მარცვლები, თუმცა მისი შეცვლა კოწახურით, წითელი მოცხარით ან ნებისმიერი მომჟავო კენკრით შეგიძლიათ.

მოამზადეთ ინგრედიენტები:

ფარში:
ხორცის ფარშს შეურიეთ ნიორი, ქინძი, კამა, წიწაკა, მარილი, ხმელი
ქონდარი და ბროწეული. ქინძი, ოხრახუში და კამა წვრილად, ხახვი – მსხვილად, წიწაკა კი – თხელ რგოლებად დაჭერით. შეამოწმეთ, რომ ბადექონი გახეული არ იყოს.

შეხვევა:
ბადექონი გაშალეთ სამზარეულოს დაფაზე და ზედ ფარში მოათავსეთ. ფრთხილად გადაუკეცეთ გვერდები და ფარში შეახვიეთ. კეცი 20-25 წუთით შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში. აფხაზურა კარგად უნდა დაიბრაწოს. შემწვარი აფხაზურა გამოიღეთ ღუმელიდან და დაჭრილი ხახვი, მწვანილი და წიწაკა მოაყარეთ.

აფხაზურა შეგიძლიათ შეწვათ როგორც ღუმელში, ასევე ტაფაზეც. მიირთვით ცხელი...