რამდენიმე წუთში, ყოველგვარი ძვირადღირებული ხსნარები სასაშუალებების გარეშე, შეძლებთ გაათეთროთ და ძველებური ბრწყინვალება დაუბრუნოთ ვერცხლისა და მელქიორის დანა-ჩანგალსა და კოვზებს.
რა გჭირდებათ ამისათვის? აიღეთ A4 ზომის ფურცლისხელა 2 ფოლგის ნაჭერი და 2-3 ს.კ. სოდა. დაანაკუწეთ ფოლგა და ჩაყარეთ ჭურჭელში, აქვე დაუმატეთ სოდა და ჩაალაგეთ დანები, ჩანგლები, კოვზები.
დაასხით მდუღარე, ქაფქაფა წყალი და პირდაპირ თქვენს თვალწინ მოხდება სასწაული:
მელქიორიდან და ვერცხლიდან სიშავე რამდენიმე წუთში გაქრება.