Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=139 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/139 0 როგორ გავათეთროთ დანა-ჩანგლები სახლის პირობებში 2016-02-08 00:00:00 2016-02-08 00:00:00

რამდენიმე წუთში, ყოველგვარი ძვირადღირებული ხსნარები სასაშუალებების გარეშე, შეძლებთ გაათეთროთ და ძველებური ბრწყინვალება დაუბრუნოთ ვერცხლისა და მელქიორის დანა-ჩანგალსა და კოვზებს.


რა გჭირდებათ ამისათვის? აიღეთ A4 ზომის ფურცლისხელა 2 ფოლგის ნაჭერი და 2-3 ს.კ. სოდა. დაანაკუწეთ ფოლგა და ჩაყარეთ ჭურჭელში, აქვე დაუმატეთ სოდა და ჩაალაგეთ დანები, ჩანგლები, კოვზები.

დაასხით მდუღარე, ქაფქაფა წყალი და პირდაპირ თქვენს თვალწინ მოხდება სასწაული:

მელქიორიდან და ვერცხლიდან სიშავე რამდენიმე წუთში გაქრება.