რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / კრუასანები შოკოლადით - მოიმზადეთ დილის საუზმისთვის
კრუასანები შოკოლადით - მოიმზადეთ დილის საუზმისთვის

საჭირო მასალა:

500 გ გაცრილი ფქვილი

15 გ მშრალი საფუარი

200 გ მარგარინი ან კარაქი

100 გ თბილი რძე

მწიკვი მარილი

მწიკვი დარიჩინი

1ს.კ. შაქარი

1 კვერცხი

250 გ შოკოლადი

მომზადების წესი:

საფუარს დაასხით 2-3 ს.კ. თბილი რძე, დაუმატეთ ცოტა ფქვილი და დადგით 30 წთ. ამოსაფუებლად. დანარჩენი ფქვილი შეურიეთ 100 გ კარაქს, მარილს, შაქარს და დარჩენილ რძეს. კარგად გადაურიეთ და დაამატეთ აფუებული საფუვრის მასა. ცომს დააფარეთ ხელსახოცი და დადგით თბილ ადგილას 2 საათით.

შემდეგ გააბრტყელეთ ცომი მართკუთხედად, შუაში დაადეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი დარჩენილი კარაქი, დააფარეთ კიდეები და ისევ გააბრტყელეთ. გადაკეცეთ სამად და ისევ გააბრტყელეთ.  დააფარეთ ხელსახოცი და 20 წთ-ით შედგით მაცივარში. ცომის გაბრტყელების და მაცივარში შენახვის პროცედურა გაიმეორეთ ორჯერ.

ბოლოს ცომი გააბრტყელეთ 3 მმ სისქეზე და დაჭერით 12 თანაბარ სამკუთხა ნაწილად. თითეულს მოაყარეთ შაქარში გარეული ცოტა დარიჩინი, დაადეთ 2-3 ნატეხი შოკოლადი და დაახვიეთ რულეტივით წვერის მხრიდან. 

მზა კრუასანები დააწყვეთ საცხობზე ერთმანეთისგან მოშორებით და დააყოვნეთ 20 წუთი. შემდეგ გადაუსვით ზემოდან ათქვეფილი კვერცხი და აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 20 წთ.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა