Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=135 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/135 0 კრუასანები შოკოლადით - მოიმზადეთ დილის საუზმისთვის 2016-02-08 00:00:00 2016-02-08 00:00:00

საჭირო მასალა:

500 გ გაცრილი ფქვილი

15 გ მშრალი საფუარი

200 გ მარგარინი ან კარაქი

100 გ თბილი რძე

მწიკვი მარილი

მწიკვი დარიჩინი

1ს.კ. შაქარი

1 კვერცხი

250 გ შოკოლადი

მომზადების წესი:

საფუარს დაასხით 2-3 ს.კ. თბილი რძე, დაუმატეთ ცოტა ფქვილი და დადგით 30 წთ. ამოსაფუებლად. დანარჩენი ფქვილი შეურიეთ 100 გ კარაქს, მარილს, შაქარს და დარჩენილ რძეს. კარგად გადაურიეთ და დაამატეთ აფუებული საფუვრის მასა. ცომს დააფარეთ ხელსახოცი და დადგით თბილ ადგილას 2 საათით.

შემდეგ გააბრტყელეთ ცომი მართკუთხედად, შუაში დაადეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი დარჩენილი კარაქი, დააფარეთ კიდეები და ისევ გააბრტყელეთ. გადაკეცეთ სამად და ისევ გააბრტყელეთ. დააფარეთ ხელსახოცი და 20 წთ-ით შედგით მაცივარში. ცომის გაბრტყელების და მაცივარში შენახვის პროცედურა გაიმეორეთ ორჯერ.

ბოლოს ცომი გააბრტყელეთ 3 მმ სისქეზე და დაჭერით 12 თანაბარ სამკუთხა ნაწილად. თითეულს მოაყარეთ შაქარში გარეული ცოტა დარიჩინი, დაადეთ 2-3 ნატეხი შოკოლადი და დაახვიეთ რულეტივით წვერის მხრიდან.

მზა კრუასანები დააწყვეთ საცხობზე ერთმანეთისგან მოშორებით და დააყოვნეთ 20 წუთი. შემდეგ გადაუსვით ზემოდან ათქვეფილი კვერცხი და აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 20 წთ.