რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ვაშლის შტრუდელი - ყველა სეზონის უგემრიელესი დესერტი
ვაშლის შტრუდელი - ყველა სეზონის უგემრიელესი დესერტი

საჭირო მასალა:

ცომისთვის:

250 გ ფქვილი და ცოტაოდენი გასაბრტყელებლად

კარაქი 4 ს.კ

თბილი წყალი 125 მგ

კვერცხი 1 ცალი

მწიკვი მარილი

გულსართისთვის:

ვაშლი 1 კგ

ქიშმიში 200გ

ნიგოზი 200გ

დარიჩინი 1 ჩ/კ

შაქარი 8-10 ს/კ

მომზადების წესი:

შეათბეთ წყალი და შიგ ჩააგდეთ კარაქი. თასში ჩაყარეთ ფქვილი და მარილი, ჩაასხით კარაქიანი წყალი და დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი. მოზილეთ ნაზი ცომი ისე, რომ  ხელზე არ გეკრობოდეთ. თუ საჭიროა ცოტაოდენი წყალი ან ფქვილი დაუმატეთ, ოღონდ ცომი ელასტიკური უნდა დარჩეს. მოზელილი ცომი გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და 25-30 წუთით მოათავსეთ მაცივარში.

ამასობაში მოამზადეთ გულსართი. ვაშლი გარეცხეთ, გაფცქვენით, მოაშორეთ კურკები და პატარა კუბებად დაჭერით. უმჯობესია თუ ქიშმიშს წინასწარ გარეცხავთ და შეაშრობთ. ნიგოზი მსხვილად დაჭერით.

ფქვილმოყრილ ზედაპირზე ძალიან თხლად გააბრტყელეთ ცომი. ცომის ფენას ზემოდან მოკიდეთ ხელი და ძალზე ფრთხილად გაწელეთ კიდეებისკენ. ისე, რომ არ დაიხეს.

ცომზე თანაბრად მოაფინეთ გულსართის ინგრედიენტები: ვაშლი, ქიშმიში და ნიგოზი, მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი. ფრთხილად დაიწყეთ შტრუდელის გადახვევა. ბოლოს კიდეები შიგნით შეუკეცეთ. გადაიტანეთ საცხობ ფურცელზე. ზედაპირი რამდენიმეგან ჩაუსერთ და შედგით საშუალოდ გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად.

დაახლოებით 25- 30 წუთში, როცა ცომი დაიბრაწება, შტრუდელი გამოიღეთ, მოაყარეთ შაქარის პუდრა და თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა