რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / შოკოლადის მაფინი ჭიქაში - მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 10 წუთი
შოკოლადის მაფინი ჭიქაში - მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 10 წუთი

ინგრედიენტები:

3 ს/კ ფქვილი;

1 ჩ/კ ხსნადი ყავა;

2 ს/კ კაკაო;

2,5 ს/კ შაქარი;

1/4 ჩ.კ. ცომის გამაფხვიერებელი;

2 ს.კ. რძე;

1 კვერცხი;

2 ს.კ. ზეთი;

1/2 ჩ.კ. ვანილი;

მომზადების წესი:

1. ჯამში აურიეთ ფქვილი, ხსნადი ყავა, კაკაო, შაქარი და გამაფხვიერებელი. ყველაფერი კარგად აურიეთ.

2. დაუმატეთ რძე, კვერცხი, ზეთი და ვანილი. აურიეთ ჩანგლით ერთგვაროვანი, სქელი მასის მიღებამდე.

3. ჩაასხით მასა ზეთწასმულ ჭიქაში და შედგით მიკროტალღურ ღუმელში. ჩართეთ ყველაზე მაღალი რეჟიმი და აცხვეთ 90 წამის განმავლობაში.

4. მიირთვით ვანილის ნაყინთან ერთად.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა