ინგრედიენტები:
3 ს/კ ფქვილი;
1 ჩ/კ ხსნადი ყავა;
2 ს/კ კაკაო;
2,5 ს/კ შაქარი;
1/4 ჩ.კ. ცომის გამაფხვიერებელი;
2 ს.კ. რძე;
1 კვერცხი;
2 ს.კ. ზეთი;
1/2 ჩ.კ. ვანილი;
მომზადების წესი:
1. ჯამში აურიეთ ფქვილი, ხსნადი ყავა, კაკაო, შაქარი და გამაფხვიერებელი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
2. დაუმატეთ რძე, კვერცხი, ზეთი და ვანილი. აურიეთ ჩანგლით ერთგვაროვანი, სქელი მასის მიღებამდე.
3. ჩაასხით მასა ზეთწასმულ ჭიქაში და შედგით მიკროტალღურ ღუმელში. ჩართეთ ყველაზე მაღალი რეჟიმი და აცხვეთ 90 წამის განმავლობაში.
4. მიირთვით ვანილის ნაყინთან ერთად.