ინგრედიენტები:
ფქვილი - 250 გ
კარაქი ან მარგარინი - 200 გ
შაქარი - 200 გ
რძე - 50 მლ
კვერცხი - 5 ც.
სოდა - 1 ჩ.კ.
ვანილი
ატამი - 900 გ
მოსასხმელად:
არაჟანი - 250 გ
შაქარი - 60 გ
მომზადება:
გადაურიეთ ერთმანეთში დარბილებული კარაქი, შაქარი და ვანილი. დაამატეთ კვერცხი, რძე, სოდა და ფქვილი. მოზილეთ ცომი. შემდეგ ცომი გადაიღეთ ფორმაში, ზემოდან გაანაწილეთ ატამი. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთი.
კრემისთვის: გადაურიეთ ერთმანეთში არაჟანი და შაქარი. მოასხით კრემი ცხელ ნამცხვარს და დატოვეთ გასაგრილებლად.
გემრიელად მიირთვით!