რეცეპტები / ცომეული / ცომში გახვეული შპროტი - ლუდზე მისაყოლებელი პიკანტური სასუსნავი
ცომში გახვეული შპროტი - ლუდზე მისაყოლებელი პიკანტური სასუსნავი

ეს საკმაოდ უჩვეულო წასახემსებელი შეგიძლიათ ლუდზე მისაყოლებლად გამოიყენოთ, ან საუზმეზე მიირთვათ.

ინგრედიენტები:

300 გ ფენოვანი ცომი

1 ცალი შპროტის კონსერვი

150 გ მაგარი ყველი

1 ცალი კვერცხი 

მომზადება:

ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და დაჭრით ოთხკუთხედებად. თითოეულ ნაჭერს მოაყარეთ გახეხილი ყველი და ცენტრში დადეთ 1 ცალი თევზი. 

თუ შპროტი პატარაა, შეგიძლიათ 2 ცალიც დადოთ. კუთხეები ამოუკეცეთ და ზემოდან წაუსვით გათქვეფილი კვერცხი. შეგიძლიათ მოაყაროთ სეზამის მარცვლები.

გამოსაცხობად შედგით წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით. გადმოღების შემდეგ გააცივეთ და ისე მიირთვით.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა